ორიგინალური და ძალიან სასარგებლო ბოსტნეულის წვნიანის რეცეპტი
ორიგინალური და ძალიან სასარგებლო ბოსტნეულის წვნიანის რეცეპტი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ბოსტნეულის წვნიანები – ეს ის კულინარიული განხრაა, სადაც დიასახლისების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. სუფი შეიძლება იყოს სქელი ან წვნიანი, ცხარე ან დიეტური, გამჭვირვალე ან თხელი პიურეს მსგავსი, ხორციანი ან სამარხვო.

დღეს გთავაზობთ სტაფილოსა და ჯანჯაფილის სუფ-პიურეს რეცეპტს, რომელიც არა მარტო გემრიელია, არამედ საოცრად სასარგებლოც. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ამდენი ვირუსული ინფექციაა გავრცელებული. ჯანჯაფილი ხომ თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი.

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 0,5 კგ
  • ხახვი - 1 თავი
  • დაბალპროცენტიანი ნაღები - 1 ჭიქა
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • დაფქული ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ
  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი - 2 ჭიქა
  • მწვანილი (კამა, ოხრახუში...)
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გაფცქვენით სტაფილი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ სტაფილო და ჯანჯაფილი, გააგძელეთ ცეცხლზე ხრაკვა. დაუმატეთ ბულიონი (ან წყალი) და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 25-30 წუთი (ჩანგლით შეამოწმეთ, მოიხარშა თუ არა სტაფილო).

მოხარშული სტაფილო დააბლენდერეთ პიურეს მასის მიღებამდე, დაუმატეთ ნაღები, მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ დაჭრილი მწვანილით.