კუბიტე!!! ბერძნული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძი
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ხორცის უგემრიელესი ღვეზელი ვერავის დატოვებს გულგრილს. ასე რომ, ღირს ამ რეცეპტის მოსინჯვა.

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა
  • ქათმის ფილე (ან საქონლის უცხიმო ხორცი) - 400 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • კარტოფილი - 4-5 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • კარაქი - დაახლოებით 150 გ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ერთი საათით ადრე დაამარინადეთ სასურველი ხორცი მარილსა და პილპილში და გააჩერეთ მაცივარში.

გააბრტყელეთ ცომი, გაყავით 2 ნაწილად, "ჟარონას" მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და დააფინეთ ცომის ერთი ფენა. ახლა შეგიძლიათ დააწყოთ მასზე გულსართის ინგრედიენტები: ჯერ მრგვლად დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, შემდეგ კუბიკებად დაჭრილი დამარინადებული ხორცი, შემდეგ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მოაწყვეთ დაჭრილი კარაქი. კარაქს ნუ დაინანებთ, თუ გსურთ, რომ ღვეზელი წვნიანი და რბილი გამოვიდეს. დააფინეთ მეორე ფენა ცომი და შემოუკეცეთ გვერდები.

წაუსვით ღვეზელს კვერცხის გული, დაჩხვილეთ რამდენიმე ადგილას ჩანგლით და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში (ნახევარ საათში დაუკელით ტემპერატურას 170-160 გრადუსამდე).

ღვეზელს ბოლომდე მოსამზადებლად მინიმუმ 1 საათი დასჭირდება.

ტეგები:
ღვეზელი ხორცი ნანახია: 252619