როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ოსური ღვეზელი "ფიჩინი"
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ოსური ღვეზელი "ფიჩინი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
"ფიჩინი" – უძველესი, ნაციონალური კერძია, რომელსაც ძირითადად დღესასწაულებზე, ძვირფასი სტუმრებისთვის ამზადებენ.
ინგრედიენტები მოცემულია ერთ, 30-35 სმ დიამეტრის ღვეზელზე.

ინგრედიენტები

  • ნიორი - 3 კბილი
  • დიდი ხახვი - 1-2 თავი
  • საქონლის ხორცი - 400 გ
  • გულსართისთვის:
  • კარაქი - 100 გ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • სოდა - 1/2 ჩ/კ
  • ძმარი - 1/2 ჩ/კ
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • ცომი:
  • მარილი და პილპილი
  • დაფქული წითელი წიწაკა - სურვილისამებრ
  • საქონლის ხორცის ბულიონი - 60-120 მლ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოამზადეთ ცომი: კეფირს შეურიეთ მარილი და სოდა ძმრით, ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს საშუალო კონსისტენციის: არც მაგარი და არც თხევადი. თავდაპირველად შესაძლო, ხელებზე მიგეკროთ, მაგრამ ფქვილს მაინც ნუ დაუმატებთ. აჯობებს კარგად მოზილოთ, სანამ ცომი რბილი და ელასტიკური არ გახდება.

მომზადებული ცომი გააჩერეთ 30 წუთით.

ახლა გულსართის დროა. ფიჩინისთვის ხორცი ძალიან წვრილად უნდა დაიჭრას. შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: ნახევარი დაჭრათ, დანარჩენი კი გაატაროთ მსხვილ ბადეში.

ასევე წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი – დაჭყლიტეთ. მოახარეთ მარილი და შავი პილპილი. თუკი ცხარე გიყვართ, დაუმატეთ წითელი წიწაკაც. ჩაასხით მომზადებულ ფარშში ხორცის ბულიონი, დაახლოებით 5-6 სუფრის კოვზი, რათა გულსართი წვნიანი გამოვიდეს.

ცომი გაყავით 2 ნაწილად: ერთი უფრო სქელი, მეორე უფრო პატარა. უფრო დიდი ცომი ღვეზელის ძირი იქნება, პატარა კი – ზედა.

გააბრტყელეთ დიდი გუნდა და გადაიტანეთ ცხიმწასმულ "ჟარონაზე", გაანაწილეთ მასზე გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე, შედარებით პატარა ფენა. მოუკარით გვერდები. არ დაგავიწყდეთ ჩანგლით ჩაჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას ცომი!

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შედგით "ჟარონა" სულ ქვედა თაროზე დაახლოებით 7 წუთი. შემდეგ კი გადაიტანეთ ზედა თაროზე და აცხვეთ კიდევ 20-25 წუთი. შუა ცხობის დროს ფრთხილად ჩაასხით ბულიონი ღვეზელის ჩაჩხვლეტილ ადგილებში.

გამომცხვარ ღვეზელს წაუსვით ზემოდან ბლომად კარაქი, გადააფარეთ ჩაის ტილო ან საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააჩერეთ ცოტა ხნით, რათა ღვეზელი კარგად ჩარბილდეს.


ტეგები:
ღვეზელი ხორცი ნანახია: 43361