მომზადების წესი:გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამზე. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, კედლებზე წაუსვით კრემი.გახსენით კარაქი თბილ რძეში, შეურიეთ ფქვილი და კაკაო. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად გათეთრებამდე, დაუმატეთ რძე და მასში გახსნილი კაკაო და ფქვილი, ათქვიფეთ მიქსერით.მომზადებული მასა გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში და აცხვეთ 30 წუთი.გამომცხვარი ბისკვიტი კარგად გააცივეთ და გაჭერით 3 ნაწილად. შენიშვნა: ბისკვიტი თუ მაღალი არ გამოგივიდათ, შეგიძიათ მხოლოდ ორ ნაწილად გაჭრათ...კრემისთვის: დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში 10 წუთით. გახეხეთ 2 ლაიმი. ხოლო 6-ვე ლაიმისგან გამოწურეთ წვენი. დაუმატეთ შაქრის პუდრა.დამბალ ჟელატინში დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ლაიმის წვენი და ოდნავ შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გალღვება.ერთმანეთში აურიეთ გამდნარი ჟელატინი, დანარჩენი ლაიმის წვენი და იოგურტი.შედგით კრემი მაცივარში 20 წუთით. ამასობაში კი ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ უკვე გაციებულ ლაიმის კრემს.განაშისთვის: აადუღეთ რძე თაფლთან ერთად, გამორთეთ ცეცხლი და ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი და კარაქი. 5 წუთში ათვიფეთ მიქსერით შოკოლადის მასა.ტორტის აწყობა: ტორტის პირველ ფენას წაუსვით 5-6 სუფრის კოვზი განაში და მოასწორეთ. შემდეგი ფენაა 1/3 კრემი.შემდეგ ბისკვიტის შემდეგი ფენა, განაში, კრემი, ბისკვიტის მესამე ფენა, განაში, კრემი.შედგით ტორტი მინიმუმ 4 საათი მაცივარში. ზემოდან მორთეთ გახეხილი შოკოლადითა და ლაიმის ცედრით.