არაჟანში დამარინადებული ქათმის წვნიანი მწვადი ბოსტნეულით
არაჟანში დამარინადებული ქათმის წვნიანი მწვადი ბოსტნეულით
დრო 40წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • დაფქული წიწაკა ან აჯიკა - 1 ს/კ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • თაფლი - 1 ჩ/კ (სურვილისამებრ)
  • ხის ჩხირები - 10-15 ცალი
  • ბოსტნეული:
  • ტკბილი წიწაკა, მწვანე - 1 ცალი
  • ბროკოლი - 1 თავი
  • ნიახურის ღერები - 1/2 ძირი
  • დიდი ხახვი - 1 ცალი
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • მაკარონი - 1 შეკვრა (500გ)
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ხის ჩხირები ჩააწყვეთ წყალში, ასე ხორცი არ იტრიალებს შამფურზე და ადვილად შეწვავთ;
ქათმის ფილე დაჭერით. აჯიკა შეურიეთ არაჟანში, დაუმატეთ ქათმის ხორცს და კარგად მოურიეთ. ქათმის ფილე სასურველია ჩაბასტურმდეს მომზადებამდე 30 წუთით ადრე მაინც. ბოსტნეული 7-10 სმ სიგრძის წვრილ ზოლებად დაჭერით. ბროკოლი დაყავით პატარა ყვავილებად. ხახვი დაჭერით სეგმენტებად;
მოხარშეთ მაკარონი. წყალი გადაუწურეთ და ცოტაოდენი კარაქი ან ზეითუნის ზეთი დაასხით, მოურიეთ და დატოვეთ;
გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და კარაქი, დააყარეთ ბოსტნეული, ზემოდან მოაყარეთ მარილი. ბოსტნეული დაახლოებით 10 წუთში მზად უნდა იყოს.
ამასობაში ხორცის შამფურებზე აცმა დაიწყეთ. საშუალოდ ერთ ხის შამფურზე 3-4 ნაჭერი ხორცი უნდა იყოს;
ტაფაზე დაასხით ზეთი, კარაქი და თაფლი (თაფლი სიტკბოს არ აძლევს ხორცს, ამ შემთხვევაში მხოლოდ კარამელიზების ფუნქცია აქვს). დადეთ იმდენი მწვადი, რამდენიც დაეტევა. კოვზით ან რაიმე სხვა ხელსაწყოთი ზემოდან დააწექით ხორცს რამდენიმე წამი. როცა ხორცი ზედა მხრიდან თეთრი გახდება, გადააბრუნეთ და სხვა მხრიდან შებრაწეთ. სადღაც 2-3 წუთის შემდეგ მზად იქნება;

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ქათამი ბოსტნეული მწვადი ნანახია: 7193