ტრადიციული იტალიური რიზოტო
ტრადიციული იტალიური რიზოტო
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
რიზოტო იტალიური კერძია, რომელიც ბრინჯისგან მზადდება და სხვადასხვა ინგრედიენტი ემატება, მაგრამ რიზოტო არ არის მარტივი გასაკეთებელი. მის მოსამზადებლად საჭიროა კონკრეტული ჯიშის ბრინჯი. მზა რიზოტო უნდა იყოს ნაზი, კრემისებრი კონსისტენციის და არა უბრალოდ მოხარშული ბრინჯი. თუ წესების სრული დაცვით მოვამზადებთ ამ უგემრიელეს კერძს, შედეგი ნამდვილად გაგვაოცებს.

ინგრედიენტები

  • ბრინჯი - 1 ჭიქა (არბორიოს ან კარნაროლის ჯიშის)
  • წვრილად დაჭრილი ხახვი - 1 თავი
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • თეთრი მშრალი ღვინო - 1/2 ჭიქა
  • გახეხილი ყველი პარმეზანი - 1/2 ჭიქა
  • ცხელი ბულიონი - (ქათმის, საქონლის ან ბოსტნეულის) 3 1/2 ჭიქა
  • კარაქი - 1 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი. როდესაც ხახვი გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ გარეცხილი და დაწრეტილი ბრინჯი, მოვურიოთ. 2-3 წუთის შემდეგ დავუმატოთ ღვინო, ცეცხლს დავუწიოთ და 3 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ნახევარი ჭიქა ბულიონი და მოვურიოთ.

4 წუთის შემდეგ, როცა ბრინჯი ბულიონს შეიწოვს, კიდევ ნახევარი ჭიქა ბულიონი დავუმატოთ და ვურიოთ. ასე უნდა მოვიქეცეთ, სანამ ბულიონს ბოლომდე გამოვიყენებთ.

შეიძლება, რომ ბულიონი ცოტა მეტი ან ნაკლები დაგვჭირდეს. ბოლოს ბრინჯს დავუმატოთ კარაქი, მარილი და პარმეზანი. კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ასე მომზადებულ რიზოტოს შეგვიძლია დავუმატოთ მოშუშული სოკო, სატაცური, პამიდორი, ზღვის პროდუქტები და სხვ.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ბრინჯი ნანახია: 8840