მესხური ქადა
მესხური ქადა
დრო 1წთ
ულუფა 1
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ქადას აღმოსავლეთ საქართველოში ოდითგანვე სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. ეს ღვეზელი ცხვებოდა საახალწლო, სააღდგომო, საკურთხი სუფრების მომზადებისას.
როგორც წესი, ქადის გულსართი არ იყო ტკბილი. გთავაზობთ ქადის მესხურ ვარიანტს, რომელიც ღორის ქონით მზადდება. ქადისთვის მაღალი ხარისხის ღორის ქონია საჭირო.

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • ღორის ქონი - 180 გ
  • ფქვილი - 400 გ
  • წყალი
  • მწიკვი მარილი
  • გულსართისთვის:
  • ფქვილი - 180-200 გ
  • ღორის ქონი - 1 სავსე ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები

მომზადების წესი:

ფქვილში ავურიოთ მარილი, ვასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და გავაჩეროთ 20-25 წუთით ოთახის ტემპერატურაზე. გულსართისთვის განკუთვნილი ქონი გავადნოთ, დავუმატოთ ფქვილი და ოდნავ მოვხალოთ. მიღებულ ფხვიერ მასას შევურიოთ მარილი. ვისაც ტკბილი ქადა უყვარს, შეუძლია გემოვნებით შაქარიც დაუმატოს. ცომი ძალიან თხლად გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმით. დახელოვნებული მცხობელები ცომს ხელითაც წელავენ, უფრო რომ გაათხელონ. ცომი უნდა იყოს სიფრიფანა.
ცომის ფენაზე წავუსვათ ოთახის ტემპერატურის ღორის ქონი. უფრო ცივი თუ იქნება, წასმა გაგვიჭირდება. ცომი გადავახვიოთ რულეტივით, შემდეგ ლოკოკინასავით დავახვიოთ და ძირი მსუბუქად ჩავუტკეპნოთ ისე, რომ ძირი არ გაიხსნას და გულში გულსართის ჩადება შეიძლბოდეს.
ცომში მოვათავსოთ გულსართი, ფრთხილად შევკრათ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.
რჩევა
ასე მომზადებულ ცომში შეგვიძლია ჩავდოთ ლობიოს, კარტოფილის, ყველისა და სოკოს გულსართი. ასევე გემრიელი იქნება ისპანახიც.

ჟურნალი "გემრიელი"

ტეგები:
ქადა სამცხე ჯავახეთი ნანახია: 25976