ქათმის გუფთა ქოთანში
ქათმის გუფთა ქოთანში
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
რჩევა
ქოთანი გაზქურაზე აუცილებლად გამანაწილებლზე დავდგათ რათა არ გასკდეს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფარში - 400 გ
  • მრგვალი ბრინჯი - 1/3 ჭიქა
  • ხახვი - 7-8 თავი
  • კამა - 1 კონა
  • ნიორი - 2 კბილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • სტაფილო 1 ცალი
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • კარტოფილი - 4-5 ცალი (საშუალო ზომის)
  • ქამა სოკო, დიდი ზომის - 2-3 ცალი
  • ზეთი ან ერბო - 2 ს/კ
  • კვერცხი 1
  • ძირა - 2 ჩ/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მანანის ბურღული - 0,5 ჭიქა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

წვრილად დაჭრილი 5 თავი ხახვი, დაკეპილი ნიორი, კვერცხი, ბრინჯი, 1 ჩ.კ. ძირა, 1 ს.კ.ბურღული, მარილი და პილპილი შევურიოთ ქათმის ფარშს, კარგად მოვზილოთ, სველი ხელებით გავაკეთოთ 10-12 გუფთა და ამოვავლოთ დარჩენილ მანანის ბურღულში.

2-ლიტრიან ქოთანში 2/3-ზე ჩავასხათ წყალი და დავდგათ ასადუღებლად. პარალელურად დარჩენილი 2-3 ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და მოვშუშოთ, დავუმატოთ ტომატის პასტა, შაქარი, 3-4 ს.კ. წყალი და ჩავუშვათ მდუღარე წყლიან ქოთანში. ჩავუმატოთ 4 ნაწილად გაჭრილი სტაფილო, მსხვილად დაჭრილი სოკო, 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი. 2-3 წუთის შემდეგ სათითაოდ ჩავუშვათ გუფთები და ვხარშოთ ბრინჯის მომზადებამდე. დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და ერთი-ორი წუთით წამოვადუღოთ.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ქათმის ხორცი გუფთა ქოთანი ნანახია: 8082