ნიგვზიანი ღვეზელი
ნიგვზიანი ღვეზელი
დრო 2წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ეს ცომი 2 კვირა შეგვიძლია მაცივარში გავაჩეროთ. რაც უფრო დიდი ხნით იქნება სიცივეში, მით უფრო ხარისხიანი გამოვა მისგან მომზადებული ღვეზლები და ნამცხვრები. შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ ტკბილი, არამედ ხორცისა და ბოსტნეულის ღვეზლების მოსამზადებლადაც.

ინგრედიენტები

  • მარგარინი 250 გრ
  • ლუდი - 0,5 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • კვერცხი 1
  • ქიშმიში - 3 ს/კ
  • ვანილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ცივი მარგარინი და ფქვილი ერთად ავკეპოთ, სანამ ფხვიერ მასას მივიღებთ, ვასხათ ლუდი და თან ვკეპოთ.

მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და გადავკეცოთ კონვერტივით. ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ. ცომი ცელოფანში გავახვიოთ და 1-2 საათით მაცივარში შევინახოთ.
კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ ფაფუკი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი. მასას დავუმატოთ ნიგოზი და ქიშმიში.

ცომის ნახევარი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და ზედ გადავანაწილოთ ნიგვზის მასა. ცომის მეორე ნაჭერიც გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ღვეზელს. ნაპირები კარგად შევკრათ.

ღვეზელი ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ ან დანით ლამაზად დავსეროთ, წავუსვათ კვერცხის გული და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
ღვეზელი ნიგოზი ნანახია: 27709