ჭარხლის სალათა არაჟნით
ჭარხლის სალათა არაჟნით
დრო 40წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჭარხალი - 3 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი + 1 მოსართავად
  • სტაფილო - თხლად დაჭრილი, 3-4 ნაჭერი
  • ქინძი და კამა - თითო კონა
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • ნიორი - 4 კბილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ჭარხალი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და საშუალო ზომის სახეხზე გავხეხოთ.
წვრილად ავკეპოთ ხახვი და მწვანილი. ცოტა კამა მოვიტოვოთ მოსართავად.
ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, დავაყაროთ წიწაკა, შევურიოთ არაჟანი და მწვანილი.
სოუსი ავურიოთ მოხარშულ ჭარხალს. მოვრთოთ ლამაზად დაჭრილი ხახვით, სტაფილოსა და კამის ღერებით.
ტეგები:
არაჟანი ჭარხალი ნანახია: 13633