მომზადების წესი:2 მანდარინი გავარჩიოთ და დაახლოებით 1 საათი ჰაერზე დავტოვოთ, რომ ლებნების გარსი გახმეს და მარტივად მოვაშოროთ. ჩირი დავჭრათ და კონიაკში ან ლიქიორში დავალბოთ 30 წუთის განმავლობაში.150 გ კარაქი და 150 გ შაქარი ავთქვიფოთ. სათითაოდ დავუმატოთ კვერცხები. დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.ტაფაზე დავადნოთ 20 კ კარაქი და 1 ს.კ. შაქარი. ჩავაწყოთ მანდარინის გარჩეული ლებნები და რამდენიმე წუთის გამავლობაში ვშუშოთ. შემდეგ ამოვიღოთ და გავაცივოთ. იმავე ტაფაზე მოვათავსოთ დამბალი ჩირი (ლიქიორთან ერთად) და ვშუშოთ, სანამ ალკოჰოლი აორთქლდება. ჩირი გავაცივოთ და ცომში ავურიოთ.საცხობი ფორმა გავპოხოთ კარაქით და მოვაფრქვიოთ ფქვილი. გადავიტანოთ ცომის ნაწილი, შემდეგ მოვაწყოთ მანდარინის ლებნები და ისევ ცომი დავასხათ. ვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. კექსის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით. კექსი მოვრთოთ შაქრის პუდრითა და მანდარინით.ჟურნალი "გემრიელი"