1 ჭიქა ფქვილში ავურიოთ შაქარი, მარილი და საფუარი, დავასხათ თბილი წყალი და ფქვილის დამატებით მოვზილოთ ცომი. თუ ცომი ხელს ძალიან ეკრობა, კიდევ დავამატოთ. მოზელვისას ხელები დავისველოთ ზეთით. სანამ ცომი აფუვდება, მოვამზადოთ გულსართი: მსხვილად დაჭრილი ხახვი და სოკო მოვშუშოთ ზეთში. შუშვისას დავამატოთ სანელებლები და დაჭრილი ნიორი. ცომი ჩავფინოთ ფორმაში, წავუსვათ პამიდვრის პიურე, გადავანაწილოთ სოკოს გულსართი და დაჭრილი ტკბილი წიწაკა. პიცას ბოლოს მოვასხათ მაიონეზი და სურვილისამებრ კიდევ მოვაყაროთ გამშრალი მწვანილები. შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ მომზადებამდე.