უნივერსალური კარაქის კრემი ტორტებისა და ნამცხვრებისთვის
უნივერსალური კარაქის კრემი ტორტებისა და ნამცხვრებისთვის
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს კრემი შესანიშნავი იქნება, როგორც ტორტებისთვის, ასევე ნამცხვრებისთვის.
 

ინგრედიენტები

  • კარაქი - 1 შეკვრა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • შაქრის პუდრა - 100 გ
  • ვანილი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. ქვაბი უნდა იყოს მშრალი. ჩაახალეთ მასში 4 კვერცხი. ათქვიფეთ შაქართან ერთად. დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ. ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრა ჯამში.

დაუმატეთ კვერცხის მასა, ვანილი და კარგად ათვიფეთ.

კრემი მზად არის. შედგით მაცივარში, რათა მასა შედგეს.
 

ტეგები:
ტორტი ნამცხვარი კრემი კარაქი ნანახია: 58744