სპეციალურად ხარებისთვის - შემწვარი კალმახი ბროწეულით
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კალმახი - 2 საშუალო ზომის
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • კარაქი
  • მარილი და პილპილი
  • კამა
  • ბროწეული
მომზადების წესები

მომზადების წესი:

გასუფთავებულ თევზს მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევწვათ ორივე მხრიდან კარაქში. დარჩენილ ცხიმს დავუმატოთ ცოტა კარაქი და თხლად დაჭრილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და ლიმონი მოვშუშოთ.
შეგრილებულ თევზს მოვაყაროთ მოშუშული ბოსტნეული და ბლომად ბროწეული. დავაჭრად კამა.

ჟურნალი "გემრიელი"

ტეგები:
თევზი ბროწეული ბოსტნეული ნანახია: 4006