დრო
30წთ
ულუფა
10
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ფქვილი - 3 ჭიქა
- კარაქი - 200 გ
- ხაჭოს ტკბილი მასა - ე.წ. "სიროკი", 200 გ
- სოდა - 0,5 ჩ/კ
- ძმარი - 2 ჩ/კ
- შაქარი - 1 ჭიქა
- ქიშმიში - 0,5 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადების წესი:
კარაქი, "სიროკის" მასა და სოდა ძმრით ავურიოთ, შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავაბრტყელოთ 3 მმ-ზე, ამოვჭრათ მრგვლად სპეციალური ფორმით ან ჭიქით ამოვავლოთ ქიშმიშსა და შაქარში, გადავკეცოთ შუაზე, კიდევ ამოვავლოთ ტკბილ ფხვიერ მასაში და კვლავ გადავკეცოთ.
მომზადებული ცომის ნაჭრები მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და ზემოდანაც შაქარი მოვაყაროთ. ქვედა მხარე არ უნდა იყოს შაქრიანი, თორემ მიიწვავს!
გამოვაცხოთ 10 -12 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე.
ჟურნალი "გემრიელი" (იანვრის ნომერი)