ფართე ჯამში ჩაყარეთ შაქარი, ჩაახალეთ კვერცხი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ. მეორე ჯამში ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და სოდა. ჩახეხეთ კარაქი და კარგად აურიეთ. კარაქიან მასას შეურიეთ კვერცხისა და შაქრის მასა და გააკეთეთ არაჟნის კონსისტენციის ცომი. გადაიტანეთ ცომის ნახევარი კარაქწასმულ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და გადმოიღეთ გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან. გამოაცხვეთ მეორე ნაწილი იგივე წესით. თითოეული ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. მოამზადეთ კრემი: ლიმონი კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, გაჭერით შუაზე და გამოაცალეთ კურკები. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად და შეურიეთ გატარებული ლიმონი. მანის ბურღული გახსენით რძეში, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ სქელი ფაფა. დააფარეთ ქვაბს სახურავი, ჩადგით ცივ წყლიან ჭურჭელში და გააცივეთ. ამის შემდეგ მანის ფაფა თითო კოვზით შეათქვიფეთ ძირითად კრემს. ტორტის დასადებ თეფშს წაუსვით 2 სუფრის კოვზი კრემი და დადეთ მასზე ტორტის ერთი თხელი ბისკვიტი, ზემოდან წაუსვით კრემი, შემდეგ ისევ ბისკვიტი და ასე შემდეგ... ბოლო ფენას წაუსვით კრემი. შოკოლადი დაამტვრიეთ და გაადნეთ წყლის აბაზანაზე (სურვილსამებს შეგიძლიათ დაუმატოთ 50 გ კარაქი), გააგრილეთ და ჯერ კიდევ თბილი მოასხით ტორტს. გააჩერეთ ტორტი ოთახის ტემპერატურაზე 2 საათით განმავლობაში, შემდეგ კი იგივე დროით შედგით მაცივარში.