მომზადების წესი:ხაჭო გაატარეთ წმინდა საცერში. დაუმატეთ არაჟანი და იოგურტი. კარგად აურიეთ.გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. გული ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. მიღებული გოგლიმოგლს ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასა.ათქვიფეთ ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე და ასევე ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასას. გაციებულ ყავაში ჩაუმატეთ კონიაკი (სურვილისამებრ ნუშის ესენციაც). ჩაალბეთ ორცხობილა ყავაში (ოღონდ დიდხანს არა, უცებ ჩადეთ და ამოიღეთ), დაალაგეთ ღრმა ფორმაზე ერთმანეთთან მჭიდროდ. ზემოდან სქლად დაადეთ ხაჭოს მასა, კვლავ ყავაში დამბალი ორცხობილები, ზემოდან ისევ ხაჭოს მასა. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ კაკაო.