ჩაშუშული ქათამი მდოგვითა და არაჟნით
ჩაშუშული ქათამი მდოგვითა და არაჟნით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გ
  • ხახვი - 2-3 თავი
  • ნიორი - 3 კბილი
  • კარაქი - 1 ს/კ
  • ტომატპასტა - 1 ს/კ
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • მდოგვი - 2 ჩ/კ
  • მოხარშული სტაფილო - 1 ცალი
  • ოხრახუში - 1 პატარა კონა
  • მარილი და წიწაკა
  • ტკბილი წიწაკა - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქათამი დავჭრათ კუბებად, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და კარაქში მოვშუშოთ.

ტომატპასტა, მდოგვი და არაჟანი ავურიოთ. დავუმატოთ დაჭყლეტილი მოხარშული სტაფილო და გავათხელოთ წყლით.

როცა ხორცი დარბილდება და ხახვი გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ მომზადებული არაჟნის ნარევი.

თუ მასა სქელი იქნება, დავუმატოთ წყალი. როცა წამოდუღდება, დავაყაროთ მარილი, წიწაკა წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

სუფრაზე გატანის წინ კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა.

ჟურნალი "გემრიელი" (იანვრის ნომერი)
ტეგები:
ქათამი არაჟანი მდოგვი ნანახია: 6125