მომზადების წესი:ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 10 წთ.ნაღებს შევურიოთ შაქრის პუდრი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ და დავუმატოთ გაწურული ჟელატინი, ვურიოთ მანამ, სანამ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნება. დავუმატოთ ვანილი და ჩავასხათ ჭიქებში.როცა მასა ოდნავ შესქელდება, ხილის ჟელე მოვამზადოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით, დავასხათ პანა-კოტას და მთელი ღამით გავაჩეროთ მაცივარში.ჟურნალი "გემრიელი" (იანვრის ნომერი)