მომზადების წესი:კვერცხი გავაცალკევოთ ცილის და გულისგან. ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი და მიქსერით ავთქვიფოთ ბეზეს მასის მიღებამდე.გულებს დავაყაროთ შაქარი და გავაკეთოთ გოგლიმოგლი. კარაქი გავადნოთ და არაჟანთან ერთად შევურიოთ გოგლიმოგლს. დავუმატოთ ასევე ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. ეს ყველაფერი ვთქვიფოთ მიქსერით. ბოლოს ხის კოვზით შევურიოთ ბეზე.საცხობ ფორმას მოვუსვათ კარაქი, ჩავასხათ ნამცხვრის მასა, დავუმატოთ დაჭრილი ვაშლი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.ჟურნალი "გემრიელი" (იანვრის ნომერი)