სწრაფად მოსამზადებელი უმარტივესი პიცა - ამის გაკეთებას ყველა შეძლებთ
სწრაფად მოსამზადებელი უმარტივესი პიცა - ამის გაკეთებას ყველა შეძლებთ
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300 გ
  • ანანასის კონსერვი - 1 ქილა
  • ტომატის წვენი ან ტომატპასტა - 4 ს/კ
  • მდოგვი - 1 ჩ/კ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • შაქარი - 0,5 ს/კ
  • სოდა 0,5 ჩკ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. გააკეთეთ კეფირის ცომი: ფქვილი მოზილეთ წყალსა და მარილში. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ კეფირს. კეფირს ასევე ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი. თუ ფქვილი ცოტაა, შეგიძლიათ დაამატოთ. დაუმატეთ ცომს ცოტა შაქარი და 1 ს.კ. ზეთი.

ქათმის ფილეს მოაყარეთ წიწაკა და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, შებრაწეთ კარაქში.

აურიეთ ერთმანეთს მდოგვი და თქვენთვის სასურველი სოუსი და წაუსვით ცომს.

დაალაგეთ ცომზე ქათმისა და ანანასის ნაჭრები, მოაყარეთ წიწაკა და მარილი. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ ღუმელში, სანამ ცომი და ყველი ოქროსფრად არ დაიბრაწება.

ტეგები:
ცომი ანანასი პიცა ქათმის ფილე ნანახია: 15859