ვაშლი გავფცქვნათ, დავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში. დავამატოთ წყალში გახნილი თაფლი, სანელებლები და ნელ ცეცლხზე დავდგათ თავდახურული. როდესაც ვაშლი მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვასახათ თავისი წვენი და მოვაყაროთ ნიგოზი. მაგარი ჯიშის ვაშლს უფრო დიდი ხანი უნდა მოსახარშად და შეიძლება ცოტა წყლის დამატება დაჭირდეს. ამავე წესით შეგვიძლია მოვამზადოთ მსხალიც.