მომზადების წესი:1) შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე;2) კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ;3) კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე.4) კვერცხის გულებს დავამატოთ შაქარი,ვანილი, ზეთი,გამდნარი შოკოლადი და გავთქვიფოთ. დავამატოთ რძე, გამაფხვიერებელი,ფქვილი და ავურიოთ ერთმანეთში. ბოლოს ფრთხილად დავამატოთ წინასწარ გათქვეფილი ბეზე.ცომის მასა მოვათავსოთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 175 გრადუსზე.შესქელებული რძე გავთქვიფოთ და თავზე გადავუსვათ ბისკვიტს. სურვილისამებრ მოვაყაროთ დაჭრილი თხილი,ან ნიგოზი,ან თუნდაც დახეხილი შოკოლადი.