დრო
1წთ
ულუფა
8
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ამ ტრადიციული კექსის გემო ბავშვობას გაგახსენებთ. შოკოლადის მინანქრის ნაცვლად შეიძლება შაქრის პუდრის გამოყენება.
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2 ცალი
- ფქვილი - 250 გ
- არაჟანი - 200 გ
- კარაქი - 80 გ
- გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
- 1 ლიმონის ცედრა
- ქიშმიში - 200 გ
- მინანქრისთვის :
- მაღალპროცენტიანი ნაღები - 200 მლ
- შავი შოკოლადი - 150 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ოთახის ტემპერატურის კარაქს დავუმატოთ შაქარი და გავთქვიფოთ კრემოვან სტრუქტურამდე. ნელ-ნელა შევათქვიფოთ კვერცხები, დავუმატოთ არაჟანი, ლინომის ცედრა და დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს დავუმატოთ ქიშმიში, კარგად ამოვურიოთ. მასა ჩავასხათ საცხობ ყალიბში და ვაცხოთ 160 გრადუსზე 20-25 წთ.
ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე, დავასხათ შოკოლადს და გავხსნათ ბოლომდე. გაგრილებულ ნამცხვარს მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.
ჟურნალი "გემრიელი" (თებერვლის ნომერი)