მომზადების წესი:შოკოლადი და კარაქი ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე (იხ. გვ. 71), დავუმატოთ შაქარი და კაკაო, კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.დავუმატოთ ფქვილი და ალუბალი. თუ დაკონსერვებულ ალუბალს გამოვიყენებთ, ჯერ საწურზე მოვათავსოთ, რომ წვენისგან დაიწრიტოს. წვენი შეგვიძლია ცალკე გამოვიყენოთ.ფორმას წავუსვათ ცოტაოდენი კარაქი და მოვაფრქვიოთ ფქვილი, ჩავდოთ ცომში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით.გამოსაცხობად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოგრძო კექსის ან კვადრატული ფორმა(20X20 სმ.) სუფრაზე გატანის წინ თითოეული ულუფა კაკაოთი გავაფორმოთ.ჟურნალი "გემრიელი"