მომზადების წესი:მოხარშეთ ბრინჯი 10-12 წუთის განმავლობაში. ის ბოლომდე არ უნდა მოიხარშოს. გადაუღვარეთ წყალი და გარეცხეთ ცივი წყლის ჭავლის ქვეშ.ჯამში ჩაახალეთ კვერცხი, ცოტათი ათქვიფეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. შეათბეთ, თან ურიეთ, სანამ ოდნავ არ შეიკვრება.გააცხელეთ ზეთი ღრმა ტაფაში, ჩაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ხახვი, მოხარშული ბარდა და ხრაკეთ 1-2 წუთის განმავლობაში. თან ურიეთ.დაუმატეთ ბრინჯი და კარგად აურიეთ.