ხინკლისა და პელმენების იდეალური ცომის საიდუმულო შეფ-მზარეულებისგან
ხინკლისა და პელმენების იდეალური ცომის საიდუმულო შეფ-მზარეულებისგან
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ იდეალური ცომი პელმენებისა და ხინკლისთვის და რა უნდა ვიცოდით ცომის მოზელვისას აუცილებლად. იხილეთ რჩევები და რეცეპტი.
 

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა (შესაძლოა, მეტიც დაგჭირდეთ)
  • კვერცხი - 1 ცალი
  • გაყინული წყალი - 100 მლ
  • მარილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

მომზადების წესი:
გაცერით ფქვილი. კვერცხი ათქვიფეთ წყალსა და მარილთან ერთად და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი (და არა პირიქით).
მოზილეთ ცომი და შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში, შედეთ მაცივარში 2-3 საათით.
სიცივე ცომს ერთგვაროვანსა და ელასტიკურს გახდის, შესაბამისად კი იდეალური იქნება ხარშვისას.
ამის შემდეგ, სანამ გააბრტყელებდეთ, გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და 30 წუთი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
 

ტეგები:
ცომი პელმენი ხინკალი ნანახია: 273445