მომზადების წესი:ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი ერთად. კარაქი ოდნავ შეათბეთ. თბილ რძეში გახსენით ყავა. კვერცხის მასაში დაუმატეთ კარაქი, ყავიანი რძე, სოდა და ათქვიფეთ. ფქვილში აურიეთ კაკაო და ჩააცერეთ ძირითად მასაში. კარგად აურიეთ.გადაიტანეთ პერგამენტჩაფენილ და ცხიმწასმულ 20 სმ დიამეტრიც ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.კრემისთვის ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, შაქრის ბოლომდე გადნობამდე.მინანქრისთვის შეურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.გამომცხვარი და გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით 2-3 ნაწილად. ბანანი დაჭერით თხელ წრეებად. ტორტის ქვედა და საშუალო ფენას წაუსვით კრემი, დააწყვეთ ზემოდან ბანანის ნაჭრები. ბისკვიტის ზედა ფენას წაუსვით კრემი, მაგრამ ბანანა არ დააწყოთ.ბოლოს მოასხით მინანქარი. გააჩერეთ მინიმუმ 2 საათი, შემდეგ დაჭერით.