გაალღვეთ გაყინული ფენოვანი ცომი და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე.დაყარეთ ალუბლები საწურზე, რათა წვენი დაიწუროს. წვენი არ გადაღვაროთ, მას კომპოტის ან კისელის მოსამზადებლად გამოიყენებთ. თუ კონსერვის ალუბალი არ გაქვთ, შეგიძლიათ გაყინული გამოიყენოთ. ნაყოფი დაჭერით წვრილად, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს მისი გაკეთება.გულის ფორმის ამოსაჭრელით ამოჭერით ცომისგან ფორმები. ლუწი რაოდენობა უნდა მიიღოთ, რათა ორცხობილა-სენდვიჩი გააკეთოთ.გადაიტანეთ დაჭრილი ალუბალი კოვზით გულის ფორმის ცომის ერთ ფენაზე და დააფარეთ მეორე ფენა. ზედა გულის ფორმის ცომზე შეგიძლიათ გააკეთოთ ფიგურული ჩანაჭრები, ან უბრალოდ დაცხვლიტეთ ჩანგლით, რათა ცხობის დროს ორთქლი ამოვიდეს.გულების კიდეები შეაერთეთ ჩანგლის დაწოლით. წაუსვით ორცხობილებს ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ შაქარი.გადაიტანეთ გულები პეეგამენტაფენილ გამოსაცხობ ფორმაზე.აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე, ზედაპირის მობრაწვამდე.