წვნიანი ხორცის ფარშით - ძალიან საინტერესო რეცეპტი
წვნიანი ხორცის ფარშით - ძალიან საინტერესო რეცეპტი
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტკბილი წიწაკა,სხვადასხვა ფერის - 2 ცალი
  • საქონლის ხორცის ფარში - 250 გ
  • კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი - 600 გ
  • ხახვი - 4 თავი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ქინძი, ოხრახუში
  • ზეთი - მოსაშუშად
  • ხმელი რეჰანი - 1 ჩ/კ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და ზეთში მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ტკბილი წიწაკა და ვშუშოთ, სანამ დარბილდება.
დავუმატოთ ხორცის ფარში და განვაგრძოთ შუშვა. 3-4 წუთში დავუმატოთ პამიდორი, ხმელი რეჰანი, მარილი და წიწაკა.
მასას დავასხათ იმდენი წყალი, რომ საშუალო სისქის წვნიანის კონსისტენცია მივცეთ და თავდახურული 5 წუთი ვხარშოთ. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ჟურნალი "გემრიელი" (თებერვლის ნომერი)