სალათა "გული" - სპეციალურად მისთვის
სალათა "გული" - სპეციალურად მისთვის
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ ეფექტური სალათის მოსამზადებლად საკონდიტრო ნაწარმის დასაჭრელი გულის მოზრდილი ფორმა დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • მოხარშული ჭარხალი - 1 ცალი
  • მოხარშული კარტოფილი - 3 ცალი
  • მოხარშული სტაფილო - 1 ცალი
  • დაკონსერვებული ბარდა - 0,5 ჭიქა
  • სოკო (მარინადის) - 4-5 ცალი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 3 ს/კ
  • პრასი - 1 ღერი
  • კამა - 1 პატრა კონა
  • მწვანე ხახვი - 3 ღერი
  • მაიონეზი - 1 პატარა ქილა
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • დაკონსერვებული სიმინდი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მოხარშული ბოსტნეული გავასუფთავოთ. ჭარხალი წვრილად გავხეხოთ, დანარჩენი კი წვრილად დავჭრათ.
კარტოფილი, სტაფილო, მწვანე ბარდა, დაჭრილი სოკო, ყველი, მწვანე ხახვი, მაიონეზი, კამა, მარილი და პილპილი ავურიოთ.
გულის ფორმა მოვათავსოთ თეფშზე, შიგ ჩავდოთ სალათა და ჩავტკეპნოთ. ზემოდან დავადოთ გახეხილი ჭარხალი და ფორმა ფრთხილად მოვაშოროთ.
სალათა მოვრთოთ სიმინდის მარცვლებითა წვრილად აკეპილი პრასით.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
სალათა გული ნანახია: 4042