ძალიან არომატული ღვეზელი მთელ-მთელი მსხლებით
ძალიან არომატული ღვეზელი მთელ-მთელი მსხლებით
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 6 ცალი
  • კარაქი - 160 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • შაქარი - 300 გ
  • გაწურული მაწონი ან არაჟანი - 4 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • მწიკვი მარილი
  • პატარა ზომის მსხალი - 5-6 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კვერცხი გავაცალკევოთ ცილის და გულისგან. ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი და მიქსერით ავთქვიფოთ ბეზეს მასის მიღებამდე.
გულებს დავუმატოთ შაქარი და გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. კარაქი გავადნოთ და გაწურულ მაწონთან ერთად შევურიოთ გოგლიმოგლს. დავუმატოთ ასევე ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. ეს ყველაფერი ვთქვიფოთ მიქსერით. ბოლოს სილიკონის ნიჩბით ან ხის კოვზით დელიკატურად შევურიოთ ბეზე.
საცხობ ფორმას მოვუსვათ კარაქი, ჩავასხათ ნამცხვირის მასა, ჩავაწყოთ გათლილი მთლიანი მსხლები ან შეგვიძლია კუბებად დაჭრილი მსხალი გამოვიყენოთ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
ტეგები:
ღვეზელი ნამცხვარი მსხალი ნანახია: 3993