ჩინური წესით დამარინადებული ყვავილოვანი კომბოსტო
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

თუკი გიყვართ ჩინური სალათები, გთავაზობთ დაამარინადოთ ყვავილოვანი კომბოსტო შემდეგი წესით:

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 700 გ
  • წყალი - 1 ლ
  • ძმარი - 1 ჭიქა
  • ნიორი 2-3 კბილი
  • შაქარი - 1,5-2 ჭიქა
  • მარილი - 2 ს/კ
  • ზეთი - 50 მლ
  • ოხრახუში
  • სტაფილო - 2-3 ცალი
  • სასურველი სანელებლები
მომზადების წესები
მომზადების წესი:
გარეცხეთ და დაანაწევრეთ კომბოსტო ყვავილედებად, მოთუთქეთ მარილწყალში (არ ჩაგეხარშოთ, კარგადაც არ მოხარშოთ).
მოამზადეთ მარილწყალი. წყალში აურიეთ ძმარი, შაქარი, მარილი და ზეთი. დადგით მიღებული ნარევი ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. მიღებული სითხე დაასხით კომბოსტოს. შეგიძლიათ შაქრის დოზა სურვილიზამებრ დააკლოთ, უფრო მჟავე თუ გსურთ მიიღოთ.
სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კომბოსტო გააგრილეთ თავისივე მარილწყალში და დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭყლეტილი ნიორი და სანელებლები.
დაჭერით ოხრახუში წვრილად და დაუმატეთ ძირითად მასას. გააჩერეთ მარინადე 5-6 საათი მაცივარში (ამიტომაც აჯობებს საღამოს მოამზადოთ და მთელი ღამით გააჩეროთ, დილით უკვე დამარინადებული იქნება).
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ქორფა ოხრახუში.