უგემრიელესი ხორცის ღვეზელი 10 წუთში!
უგემრიელესი ხორცის ღვეზელი 10 წუთში!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ ღვეზელისთვის საჭირო ინგრედიენტები ყველა ოჯახში მოიძებნება. ხოლო მის მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ, შედეგით კი აღფრთოვანდებით.

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • მაწონი ან კეფირი - 1 ჭიქა
  • სოდა 0,5 ჩკ
  • გულსართისთვის:
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 300 გ
  • ხახვი - 2-3 თავი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კეფირში ან მაწონში გახსენით სოდა და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები ცომისთვის და კარგად აურიეთ. წაუსვით ღუმელის გამოსაცხობ ტაფას ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და დაასხით ცომის ნახევარი.

გულსართისთვის: წვრილად დაჭერით ხახვი და შეურიეთ ხორცის ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, კარგად აურიეთ ხელით. გულსართი გაანაწილეთ ტაფაზე დასხმულ ცომზე, ზემოდან კი დაასხით ცომის დარჩენილი ნაწილი.

ტეგები:
ღვეზელი ხორცის ფარში ნანახია: 135019