სოკო ყველითა და არაჟნით
სოკო ყველითა და არაჟნით
დრო 4წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გახეხილი ყველი - 2 ჭ
  • არაჟანი - 2 ჭ
  • ქამა სოკო - 800 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
სოკო დავარჩიოთ და გავრეცხოთ. თუ ტყეშია მოკრეფილი, ცოტა ხნით დავტოვოთ წყალში და მერე გავრეცხოთ.

სოკოებს მოვაცალოთ ქუდები, ჩავყაროთ ცეცხლგამძლე ფორმაში და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. როდესაც სოკო წვენს გაუშვებს, გამოვიღოთ ღუმლიდან და შევურიოთ არაჟანი, მარილი და პილპილი. მარილი ბევრი არ მოგვივიდეს, ვინაიდან, ყველიც მარილიანია და შეიძლება დაამლაშოს კერძი.

არაჟანში არეულ სოკოს მოვაყაროთ ყველი და შევდგათ ღუნმელში, სანამ ზემოდან კარგად არ მოიბრაწება.

რჩევა

შეგვიძლია პირველად სოკო კარგად გახურებულ ტაფაზე დავყაროთ, დავახუროთ სახურავი და წვენს რომ გაუშვებს, მაშინ გადავიტანოთ თიხის ფორმაში.



ტეგები:
არაჟანი სოკო ყველი ნანახია: 23424