ხაჭოს ღვეზელი ხილის გულსართითა და არაჟნის მოსასხმელით
ხაჭოს ღვეზელი ხილის გულსართითა და არაჟნის მოსასხმელით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ საოცრად გემრიელი და სასარგებლო დესერტით არა მხოლოდ დატკბებით, არამედ შეინარჩუნებთ მოხდენილ სხეულს, რადგან ის არ შეიცავს ბევრ კალორიას!

ინგრედიენტები

  • ბანანი - 2 ცალი
  • ხილი:
  • ვანილი
  • არაჟანი - 100 გ
  • მანის ბურღული - 1 ს/კ
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხაჭო - 500 გ
  • გულსართისთვის:
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 2 ს/კ
  • კარაქი - 80 გ
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • ბისკვიტისთვის:
  • ატამი დაკონსერვებული ან ახალი - 3 ცალი, ან სხვა სეზონური ხილი
  • არაჟნის მოსასხმელი:
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და ჩაათალეთ კარაქი, კარგად ასრისეთ ფქვილთან ერთად. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, ყველაფერი კარგად აურიეთ და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30 წუთით.

მოამზადეთ ხაჭოს გულსართი: ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი ერთად, დაუმატეთ 500 გ ხაჭო და კვლავ კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ ჩაუმატეთ მანი და არაჟანი. თქვიფეთ კიდევ ფაფუკი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ახლა დაჭერით პატარა ნაჭრებად ხილი და აურიეთ ერთმანეთში.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, ჩადეთ და გაანაწილეთ ცოტა ღრმა ფორმაში, ამოუწიეთ კიდეები. ზემოდან დაადეთ და გაანაწილეთ ხაჭოს გულსართი, შემდეგ დაადეთ დაჭრილი ხილის მასა, მოასხით შაქართან ერთად ათქვეფილი არაჟანი და აცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში.

ტეგები:
ღვეზელი ხაჭო არაჟანი ხილი ნანახია: 4802