შუ ფრანგულად, შოკოლადის კრემითა და მინანქრით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

"პროფიტროლი" – ასე ქვია ფრანგულ უგემრიელეს და ძალიან პოპულარულ დესერტს, რომელიც კარგად ნაცნობ შუს მოგაგონებთ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • შავი შოკოლადი - 300 გ
  • რძე - 1/2 ჭიქა
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი, დაუმატეთ იქვე კარაქი და მარილი, შემდეგ დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე. ჩაუმატეთ ფრთხილად ფქვილი, თან შეუჩერებლად ურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გადაიტანეთ მიღებული ცომი ჯამში და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი, თან კარგად ურიეთ.

ღუმელის ტაფას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ახლა დაჭერით ცომი პატარა წრეებად – დაახლოებით კაკლის ხელა ნაჭრებად. გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და აცხვეთ 200 გრადუსზე გაუხურებულ ღუმელში 10 წუთI, შემდეგ გაზარდეთ ღუმელის სიმხურვალე 220 გრადუსამდე და კიდევ 15 წუთი აცხვეთ.

გამომცხვარი პროფიტროლები გახვრიტეთ ერთი მხრიდან მჭრელი დანით, რათა გამოვიდეს სიმხურვალე. გადაიტანეთ ცხაურზე და აცადეთ, რომ გაცივდეს.

გადავედით კრემის მომზადებაზე. გახეხეთ ნაწილი შოკოლადი, აადუღეთ რძე ნაღებთან ერთად და დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი, კარგად აურიეთ. თითოეულ შუზე გააკეთეთ პატარა ჩანაჭრელი და გაავსეთ კრემით.

ახლა გაადნეთ დარჩენილი შოკოლადი და მოასხით თითოეულ შუს დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი. აცადეთ, სანამ მთლიანად გაცივდება და მიიტანეთ სუფრასთან.

ტეგები:
კრემი შოკოლადი დესერტი შუ ნანახია: 11324