დამარინადებული ქათმის ფრთები კარტოფილით
დამარინადებული ქათმის ფრთები კარტოფილით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფრთები - 1 კგ
  • კარტოფილი - 600 გ
  • მარინადისთვის:
  • მაიონეზი - 2 ს/კ
  • მდოგვი - 1 ჩ/კ
  • სოიოს სოუსი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • კარის ფხვნილი (curry) - მწიკვი
  • დაჭყლეტილი ნიორი - 1-2 კბილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

მარინადისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი აურიეთ კარგად.

გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. ქათმის ფრთები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და ჩააწყვეთ დაჭრილი კარტოფილიც და ფრთებიც მარინადში. გააჩერეთ 3 საათი, შემდეგ კი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ღუმელის ტაფაზე და შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი.