ბრინჯის მძინარე დათუნია – საუზმე, რომელზეც ყველაზე უჭმელი ბავშვიც კი უარს ვერ იტყვის!
ბრინჯის მძინარე დათუნია – საუზმე, რომელზეც ყველაზე უჭმელი ბავშვიც კი უარს ვერ იტყვის!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
არ გეგონოთ, რომ რთული მოსამზადებელია... რეცეპტისა და ფოტოგაკვეთილის მიხედვით უმარტივესად შეძლებთ ასეთი საუზმის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2-3 ცალი
  • ზეთი - 1 ს/კ
  • ტომატ-პასტა ან კეტჩუპი - 1 ს/კ
  • მდნარი ყველის ფირფიტა - 1 ცალი
  • ზეთისხილი, უკურკო - 1-2 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადების წესი:

დაასხით ტაფაზე ზეთი, გააცხელეთ და დაყარეთ მოხარშული ბრინჯი. დაუმატეთ კეტჩუპი. ხრაკეთ ბრინჯი 3-4 წუთის განმავლობაში.

ათქვიფეთ კვერცხი ჯამში, დაუმატეთ მარილი. შეწვით კვერცხის 2 ბლინი.

მჭრელი დანით დაჭერით ზეთისხილი ორ გრძელ, 1 სმ ზოლად და ერთ სამკუთხედად. ეს დათუნიას თვალები და ცხვირი იქნება.

მდნარი ყველის ფირფიტისგან გამოჭერით ერთი წრე და ორი ნახევარწრე დათუჩას დრუნჩისა და ყურებისთვის.

კვერცხის ერთი ბლინი დაკეცეთ ოთხად – ეს ბალიში იქნება.

ცოტაოდენი ბრინჯისგან გააკეთეთ ბურთი და დადეთ ბალიშზე, ეს დათუჩას თავი იქნება.

შემდეგ "გამოძერწეთ" ბრინჯისგან ტანი და თათები.

დააფარეთ დათუჩას კვერცხის მეორე ბლინი – ეს საბანი იქნება.

გაუკეთეთ დათუჩას ყურები და დრუნჩი წინასწარ დაჭრილი ყველის ფირფიტისგან, ხოლო ზეთისხილისგან - ცხვირი და თვალები. ესეც მძინარე, გემრიელი დათუჩა.

ტეგები:
საუზმე ნანახია: 7396