საოცრად ფაფუკი და არომატული ბანანის მაფინები
საოცრად ფაფუკი და არომატული ბანანის მაფინები
დრო 45წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 100 გ
  • კარაქი - 120 გ
  • ბანანი (დიდი) - 1 ცალი
  • ვანილი
  • ფქვილი - 200 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • კეფირი - 60 მლ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი. ბოლოს _ ბლენდერში გათქვეფილი ბანანი.

ერთად ავურიოთ ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.

მიქსერის დაბალი სიჩქარით მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ კარაქის და შაქრის მასას, ბოლოს დავუმატოთ კეფირი.

ჩავასხათ მაფინების ფორმებში და გამოვაცხოთ 17-20 წუთი 180 გრადუსზე.

შეგვიძლია ცომს კუბებად დაჭრილი ბანანი ჩავაყოლოთ.

ჟურნალი "გემრიელი" (თებერვლის ნომერი)
ტეგები:
მაფინი ბანანი ნანახია: 8468