ცხელი შოკოლადი გოგლიმოგლითა და კონიაკით
ცხელი შოკოლადი გოგლიმოგლითა და კონიაკით
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გახეხილი შოკოლადი - 4-5 ს/კ
  • ცხელი რძე - 800 მლ
  • შაქარი - გემოვნებით
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 2-3 ს/კ
  • კონიაკი ან ბრენდი - 1 ს/კ
  • ვანილი - მწიკვი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი მანამდე ვთქვიფოთ, სანამ შაქარი გაიხსნება, მასა გათეთრდება და ერთგვაროვანი გახდება. შემდეგ შევურიოთ კონიაკი და ვანილი.
ცხელ რძეში ჩავყაროთ შოკოლადი, შაქარი და მოდუღებამდე მივიყვანოთ.
კაკაო ჩავასხათ ჭიქებში და ჩავუმატოთ გოგლიმოგლი.

ჟურნალი "გემრიელი" (თებერვლის ნომერი)
ტეგები:
კაკაო შოკოლადი ნანახია: 4328