მჭადის კალათები მხალეულით
მჭადის კალათები მხალეულით
დრო 1წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მჭადისთვის:
  • სიმინდის ფქვილი - 300 გ
  • წყალი - 300 მლ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • ისპანახის გულსართი
  • ისპანახი - 500 გ
  • გატარებული ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • ყვითელი ყვავილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • ძმარი - 2 ს/კ
  • მარილი
  • ბროწეულის მარცვლები
  • ჭარხლის გულსართისთვის:
  • ჭარხალი - 500 გ
  • მაიონეზი - 50 მლ
  • სუნელები (ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი) - ჩაის კოვზის წვერით
  • დაჭყლეტილი ნიორი - 2 კბილი
  • მარილი
მომზადების წესები

მომზადების წესი:

სიმინდის ფქვილს დავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი და ვზილოთ ხელით დაახლოებით 10 წთ, რომ მასა კარგად შეკრას და ფორმის მიცემისას ადვილად დაგვემორჩილოს.

სპეციალურ სილიკონის ფორმებში ჩავდოთ პატარა გუნდა და ამოვიყვანოთ გვერდები.
შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ სანამ გამოშრება ბოლომდე და ღია ოქროსფერს მიიღებს.

ისპანახი მოვთუთქოთ მდუღარე წყალში, ამოვწუროთ და გავაცივოთ.

ხელით გავწუროთ ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ისპანახი, ხახვი და ნიორი. ეს ყველაფერი შევაზავოთ სუნელებით, ნიგვზით და ძმრით. მარილი გემოვნებით.

ჭარხალი მოვხარშოთ, ამოვიღოთ და გავაცივოთ.

გავხეხოთ მსხვილ სახეხეზე. დავუმატოთ სუნელები, ნიორი, მაიონეზი და მარილი.

მზა მჭადის კალათებში ჩავდოთ მხალეული და მოვაყაროთ ბროწეული.

ჟურნალი "გემრეილი"

ტეგები:
მჭადი მხალი იმერეთი ნანახია: 53102