კატლეტები "ჩიტის რძე"
კატლეტები "ჩიტის რძე"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
კატლეტი გამოდის ხრაშუნა კანითა და ნაზი გულსართით! ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ფარშისთვის:
  • ქათმის ან ინდაურის ფარში - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • პურის გული
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • გულსართისთვის:
  • გახეხილი ყველი - 150 გ
  • მოხარშული კვერცხი - 2 ცალი
  • ოხრახუში და კამა
  • დარბილებული კარაქი - 2 ს/კ
  • წიწაკა - გემოვნებით
  • კლიარისთვის:
  • 2 ც კვერცხი
  • არაჟანი ან მაიონეზი - 4 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
  • მარილი
  • ფქვილი - 2-3 ს/კ
  • ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გატარებულ ხორცს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, დამბალი პურის გული, კვერცხი, მარილი და პილპილი. ხელით კარგად აურიეთ.

გულსართისთვის: წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

კლიარისთვის: ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი ან მაიონეზეი, გამაფხვიერებელი, მარილი და ფქვილი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

ფარშისგან გააკეთეთ ბლინის ფორმა, ჩადეთ გულსართი, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა და ამოავლეთ კლიარში. შეწვით გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

ტეგები:
კლიარი კატლეტი გულსართი ნანახია: 8017