მომზადების წესი:კვერცხი,შაქარი, ვანილი და ზეთი გავთქვიფოთ,დავამატოთ რძე, გამაფხვიერებელი, ფქვილი და ავურიოთ კარგად. ბოლოს დავამატოთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.ცხელ, ზეთიან ტაფაზე დავასხათ ცომი და კოვზის დახმარებით გავანაწილოთ მთლიან ზედაპირზე. ტაფას დავაფაროთ თავსახური და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.