დრო
20წთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- შავი შოკოლადი - 150 გ
- რძე - 1/2 ლ
- შაქარი - 100 გ
- მაგარი ყავა - 60 მლ
მომზადების წესები
შოკოლადი დავამტვრიოთ და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, ნელ-ნელა შევურიოთ გადაწურული ყავა. რძე ავადუღოთ შაქართან ერთად, დავამატოთ შოკოლადი და თან ვურიოთ, როცა ადუღდება, ჩავასხათ 60 მლ-იან ჭიქებში.
რჩევა
ცხელ შოკოლადს შეგვიძლია შევურიოთ ცოტა წითელი წიწაკის ფხვნილიც, რაც სასმელს უფრო მრავალფეროვანს გახდის.