მომზადების წესი:თუ რძე სოფლის არის, აადუღეთ, თუ მაღაზიის – ადუღება აუცილებელი არ არის.უბრალოდ გააცხელეთ 35-40 გრადუსამდე (ოდნავ, რომ "იკბინებოდეს"), დაუმატეთ და კარგად გახსენით შესადედებელი (ან მაწვნის დედა) და შაქარი, ან სასურველი მურაბის წვენი.ახლა დაგჭირდებათ მჭიდროდ თავდახურული ჭურჭელი. საუკეთესო იქნება თიხის ქოთნები ან თერმოსი. სანამ რძე ჯერ კიდევ ცხელია, ჩაასხით თერმოსში (თუ თერმოსში ადედებთ) და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, შეფუთეთ ადიელაში. ქოთნებშის შემთხვევაში, გადაანაწილეთ თბილ-თბილი რძე და მჭიდროდ გადააკარით თავზე საკვების შესაფუთი ცელოფანი და ასევე შეფუთეთ თბილ ადიელაში.4-5 საათში იოგურტი მზად არის! შედგით ცოტა ხანს მაცივარში და თამამად და გემრიელად მიირთვით დიდმა თუ პატარამ.