პირველ რიგში მოამზადეთ ინგრედიენტები: გაფცქვენით ნიორი, კარტოფილი. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ. მწვანილი წვრილად, ხახვი ალყა-ალყა.გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დაყარეთ დაჭრილი ხორცი.შეწვით ხორცი ყველა მხრიდან. დააყარეთ ხახვი და აურიეთ. კარტოფილი შეწვით ცალკე ფრიტიურში ან ჩვეულებრივ ტაფაში, მოაყარეთ მარილი და გადაიტანეთ ღორის ხორცთან. აურიეთ. მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნიორი და სხვა სანელებლები, წვრილად დაჭრილი მწვანილი. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი ხორცს და კარტოფილს, სულ ცოტა ხანს შუშეთ თავდახურულ ჭურჭელში, გამორთეთ. გადაიტანეთ კეცზე, მოაყარეთ ქორფა მწვანილი და მიიტანეთ სუფრასთან.