კიტრის სალათა
კიტრის სალათა
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიტრი - 4
  • პიტნა - რამდენიმე ღერი
  • ქინძი - 1 კონა
  • მწვანე წიწაკა - 1
  • ნიორი - 3-4 კბ
  • ზეთი - 1/4 ჭ
  • მარილი
  • ძმარი
მომზადების წესები
კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, რამდენიმე ნაჭერი მოვიტოვოთ მოსართავად. ქინძი, პიტნა და კამა გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ დავჭრათ, დავუმატოთ გარჩეული ნიორი, მარილი და წიწაკა. მწვანილი და სანელებლები მოვათავსოთ ბლენდერში, დავასხათ ზეთი და ავთქვიფოთ, დავუმატოთ ძმარიც. საწებელი არ უნდა იყოს ძალიან მჟავე და ძალიან ცხარე ძმარი არ გამოვიყენოთ. შეგვიძლია იგი შევცვალოთ ბალზამიკოთი ან ვაშლის ძმრით. კიტრს მოვასხათ გათქვეფილი საკმაზი და მაშინვე მივიტანოთ სუფრასთან.

რჩევა

ამ სალათას შეგვიძლია დავუმატოთ ახალი კომბოსტო ან სალათის ფოთლები.


ტეგები:
ბოსტნეული სალათა კიტრი ნანახია: 24088