ქათმის ფლავი – აღმოსავლური კერძის მარტივი ინტერპრეტაცია
ქათმის ფლავი – აღმოსავლური კერძის მარტივი ინტერპრეტაცია
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ძირა - 1 ჩ/კ
  • ნიორი - 5 კბილი
  • სტაფილო - 1 კგ
  • ბრინჯი - 0,5 კგ
  • ქათმის ფილე - 3 ნაჭერი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ ბრინჯი და მოურიეთ. ცოტა მოხალეთ. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ ბრინჯი დაფაროს და 2 სმ-ით მასზე მეტი იყოს. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

დადგით დაბალ ცეცხლზე იქამდე, სანამ წყალი მთლიანად არ ამოშრება.

ამასობაში გაფცქვენით ნიორი, გაჭერით თითოეული კბილი შუაზე და დაუმატეთ ბრინჯს.. დაუმატეთ კიდევ 100 მლ წყალი, დააფარეთ ქვაბს თავსახური და დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი ხარშეთ.

დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დაყარეთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ქათმის ფილე. ხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაყარეთ ძირა, დაახურეთ ტაფას თავსახური და დაბალ ცეცხლზე კვლავ შუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

გადაიტანეთ ბრინჯი ჯამში, დაუმატეთ ქათმის ფილე და სტაფილოს მასა და კარგად მოურიეთ.

ტეგები:
ქათამი ნანახია: 17385