დაჭერით ბადრიჯანი 1X1 სმ კუბიკებად. დაამარილეთ და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გარეცხეთ და გაწურეთ. შეწვით ბადრიჯანი ზეთიან ტაფაზე. შემდეგ კი გადმოიღეთ ჯამში. შემდეგ მოხრაკეთ ხახვი შევარდისფრებამდე. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და საშუალო კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. ხრაკეთ 10-12 წუთის განმავლობაში. ახლა გაფცქვენით პომიდორი (კანს მარტივად მოაცლით, თუკი გადაავლებთ მდუღარე წყალს). დაჭერით პომიდორი და შეურიეთ დაჭრილი ნიორი. შემწვარი ბადრიჯანი დააყარეთ მოხრაკულ ხახვსა და ბულგარულ, სტაფილოს, მოასხით პომიდვრის მასა და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. დაჭერით მწვანილი და ჩაუმატეთ ქვაბში, მოაყარეთ სუნელები, მარილი და პილპილი. კვლავ შუშეთ 10-12 წუთი და გამორთეთ. გააჩერეთ აჯაფსანდალი თავდახურულ ქავაბში 30 წუთი.